საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, პრესკონფერენცია გამართა.
"ერთა ლიგა სექტემბერში იწყება, იქამდე დიდი დროა. ნაკრებში მსუბუქი ატმოსფეროა, თუმცა ეს კონცენტრაციის ნაკლებობას არ ნიშნავს.
როდესაც გადამწყვეტ ან ფინალურ თამაშს ატარებ, შეიძლება გარისკო. ჩაკვეტაძესა და გოგლიჩიძესთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ.
კაპიტანი გუნდის გასახდელში, ფეხბურთელების განწყობიდან გამომდინარე მივიღეთ. აქამდე ჩვენს ნაკრებს განსხვავებული კაპიტნები ჰყავდა - ჯაბა კანკავა თავისი შრომისმოყვარეობით, გურამ კაშია - თავისი ტაქტიკური განსწავლულობით. იმედი მაქვს, ხვიჩა მონახავს თავის გზასა და ფორმას, როგორც გუნდს კაპიტნის რანგში გაუძღვება.
წარმატება ამხანაგურ შეხვედრაში 3 ქულაა? წარმატება გამოიხატება იმაში, თუ გუნდისგან ამბიცია, დისციპლინა და სათამაშო ხარისხი გვექნება. ბოლო თვეები რთული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში უკეთესობის ნიშნებია და იმედია, უახლოეს მატჩებში ეს გამოჩნდება.
ქართველი გულშემატკივარი გამორჩეულია, რაც ევრო 2024-ზეც გამოჩნდა. მოვუწოდებ, რომ მხარში დაგვიდგნენ როგორც რთული პერიოდებისას, ისე წარმატებისას. მნიშვნელოვან გამარჯვებებამდე სწორედ ასეთი ერთიანობით შეგვიძლია მივიდეთ", - აღნიშნა სანიოლმა.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა 26 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზეა.