VIDEO: მაგიდის ჩოგბურთი - არენა 2-მა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
23-24 მარტს, არენა 2-ზე მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა.
ვაჟებს შორის, ერთეულთა თანრიგში, ფინალში ერთმანეთს ლაშა ლომია და ლევან ბელიაშვილი დაუპირისპირდნენ - ჩემპიონობა ლომიამ იზეიმა; ქალთა თანრიგის ფინალში კი ვენერა ბარამიძესა და ანა ნიკოიან-ჩერვიკს შორის გამარჯვება ნიკოიან-ჩერვიკმა მოიპოვა.
ქალთა წყვილის ფინალში, ერთმანეთს მარიამ გორგაძისა და თაკო რიჟვაძის დუეტი ანასტასია ჩხარტიშვილისა და ნინი ლიპარტიას წყვილს შეხვდა - ჩემპიონი ჩხარტიშვილისა და ლიპარტიას წყვილი გახდა.
ვაჟთა წყვილის ფინალში, ნიკოლოზ ჩხარტიშვილისა და დავით ჭედიშვილის წყვილი, ანდრია ჩხართიშვილისა და მათე ღამბარაშვილის დუეტს შეხვდა - გამარჯვება ჩხარტიშვილისა და ჭედიშვილის წყვილმა მოიპოვა.
შერეულ წყვილთა შორის, საქართველოს ჩემპიონობა ანა ნიკოიან-ჩერვიკისა და ზურაბ თებიძის გუნდმა იზეიმა. ფინალში მათ ნიკოლოზ ჩხარტიშვილისა და ნინი ლიპარტიას გუნდი დაამარცხეს.
ტურნირში მთელი საქართველოდან 82 საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა: თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან, აბაშიდან, სენაკიდან, ზესტაფონიდან, წალკიდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან.