საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა, მარტის შეკრების მეორე დღეს, სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა და ახალ კაპიტან ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებები უსურვა.
"კვარას ახალ ეტაპზე, კაპიტნის რანგში, წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერი იყო, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება.
რაც შეეხება ჩემს ვიცე-კაპიტნობას, დიდი ხანია ნაკრებში ვარ, საკმაოდ ბევრი თამაშიც დამიგროვდა და წლების განმავლობაში კაპიტნებისგან და სხვა ფეხბურთელებისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. მიხარია, რომ, მათი სახით, ასეთი სამაგალითო თანაგუნდელები და მეგობრები მყავდა როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. შევეცდები, ეს ყველაფერი გავაგრძელო და ამ პასუხისმგებლობას თავი კარგად გავართვა", - აღნიშნა კიტეიშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გურამ კაშიას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ვიცე-კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი - ოთარ კაკაბაძე.
კასილიასიდან რონალდუმდე - TOP-10 კაპიტანი, რომლებთანაც კაშიას ვიმპელი გაუცვლია