VIDEO: მზადება გრძელდება - ეროვნულმა გუნდმა შეკრების მეორე ვარჯიში გამართა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას აგრძელებს.
მარტის შეკრების მეორე ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა გოგლიჩიძეს.
წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება.
დღემდე, კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა - 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.