ლეგენდარული ზინედინ ზიდანი ლამინ იამალის მიერ ინტერთან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ნაჩვენები თამაშით მოხიბლული დარჩა.
ინტერი და ბარსელონა ერთმანეთს ნახევარფინალურ დუელში დაუპირისპირდნენ და საბოლოო გამარჯვება მილანურ გუნდს 7:6 დარჩა.
„ლამინ იამალის მეორე ტაიმი ინტერთან... მსგავსი არასდროს, არაფერი მინახავს.
დაუჯერებელია, როცა უყურებ რომ ფეხბურთელს მოედანზე ასეთი გავლენა აქვს, ყველანი მოხიბლულები ვართ მისი ყურებით." - აღნიშნა რეალის ექს-ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.