ზურიკო დავითაშვილი პარიზთან ნაჩვენები თამაშისთვის ფრანგული ლიგა 2-ს კვირის გუნდში მოხვდა.
ბორდოს ქართველმა შემტევმა თავისი გუნდი გოლით და ასისტით მარცხისგან იხსნა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.
გამოცემა SofaScore-მ ზურიკოს ამ მატჩისთვის 8.1 შეფასება დაუწერა, ლიგა 2-ს ოფიციალურმა გვერდმა კი კვირის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
