ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრებში დუბლით მოდის! ლიგა 2-ის მე-9 ტურში, მონპელიესთან, მისმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.
ქართველმა შემტევმა თავი მე-2 და 23-ე წუთებზე გამოიჩინა, 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, იქიდან 5 წუთში კი შეცვალეს.
დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილამდე აინაცვლა.
სენტ ეტიენმა 20 ქულა მოაგროვა და თანალიდერია - პაუსა და ტრუასაც 20-20 ქულა აქვთ. მწვანეები მომდევნო ტურში, 18 ოქტომბერს, მე-11 ადგილოსან ლე მანს მიიღებენ.