ზურიკო დავითაშვილის კომენტარი თურქეთთან წაგებულ (2:3) თამაშზე.
ქართველმა შემტევმა ამ მატჩში საქართველოს პირველი გოლი გაიტანა და ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრებასთანაც ახლოს იყო, თუმცა მეკარემ მისი დარტყმული მოიგერია.
„დასანანი მარცხი განვიცადეთ. მატჩი ცუდად დავიწყეთ, რითაც თურქებმა ისარგებლეს.
ჩემი თამაშით არ ვარ კმაყოფილი. გუნდის დახმარება შემეძლო. გოლი კი მიხარია, მაგრამ ბოლო წუთებზეც შემეძლო გოლის გატანა." - აღნიშნა ზურიკომ.
შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.