საქართველოს ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის 1/8 ფინალში ითამაშებს.
ჯიკიჩის გუნდი ჯგუფიდან 2 გამარჯვებით და 3 მარცხით, მე-4 ადგილიდან გავიდა და მერვედფინალში D ჯგუფის გამარჯვებულს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფრანგებმა ჯგუფი 4 გამარჯვებით და 1 მარცხით დაასრულეს (9 ქულა), ის ერთადერთი წაგება გუნდმა მოულოდნელად ისრაელთან იწვნია.
1/8 ფინალური დაპირისპირება საფრანგეთი - საქართველო 7 სექტემბერს გაიმართება.
მატჩის ჩატარების ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.