მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპზე E ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
საქართველო - თურქეთის მატჩის დასრულების შემდეგ, ჯგუფის სხვა წევრების - ბულგარეთისა და ესპანეთის დაპირისპირება დაიწყო.
გამარჯვება ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთის ნაკრებმა, დამაჯერებლად 3:0 მოიპოვა.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის რიგებში თავის გოლით გამოჩენა ოიარსაბალმა, მერინომ და მარკ კუკურელიამ მოახერხეს.
ერთი ტურის შემდეგ ესპანეთი ჯგუფში პირველ ადგილს 3 ქულითა და ბურთების +3 სხვაობით იკავებს, მეორე თურქეთია ასევე 3 ქულით და +1 სხვაობით, საქართველო მესამეზეა (0 ქულა და -1), ბულგარეთი კი ბოლოზე (0 ქულა და -3).
შემდეგ ტურში საქართველო საკუთარ კედლებში ბულგარეთს უმასპინძლებს, თურქეთი კი შინ ესპანეთს დაუპირისპირდება.