საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე 1/8 ფინალში ითამაშებს.
C ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს საბერძნეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თუ საბერძნეთი მოიგებდა, ჯგუფიდან საქართველოს ნაკრები გავიდოდა, ესპანეთს კი საკუთარი ბედი თავისივე ხელში ჰქონდა და ჯგუფიდან გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა.
საბოლოოდ, გამარჯვება ბერძნებმა ანგარიშით 90:86 მოიპოვეს და საქართველო ჯგუფიდან გაიყვანეს.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ჯგუფიდან 2 გამარჯვებითა და 3 მარცხით, მე-4 ადგილით გავიდა, მოქმედი ევროპის ჩემპიონი კი ტურნირს უსახურად, ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშა.
1/8 ფინალში საქართგველოს ნაკრების მეტოქე D ჯგუფის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელმაც თავისი ჯგუფი 4 გამარჯვებითა და 1 მარცხით, 9 ქულით მოიგო. ის ერთადერთი მარცხი გუნდმა ისრაელთან იწვნია.