2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს მიიღებს.
მატჩამდე ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.
ყოველთვის რთულია ძალების აღდგენა, თუმცა ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. 100%-ით მზად ვართ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
თურქეთთან სწრაფმა გოლმა ყველაფერი შეცვალა, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბულგარეთთან იგივე არ დაგვემართოს" - განაცხადა თურქეთთან პირველი გოლის ავტორმა.
საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი დინამო არენაზე, 7 სექტემბერს 17:00 საათზე დაიწყება.
"მოთამაშეებთან უფრო ღრმა საუბარი მომიწევს" - სანიოლის პრესკონფერენცია ბულგარეთთან მატჩამდე