ევრობასკეტ 2025-ის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდი ევრობასკეტის მერვედფინალურ ეტაპზე მეორედ ითამაშებს. 2015 წელს იგორ კოკოშკოვის გუნდი ლიეტუვასთან დაძაბულ ბრძოლაში 85-81 დამარცხდა.
10 წლის წინ ჩატარებულ ევრობასკეტზე ნაჩვენები შედეგი საქართველოსთვის დღემდე საუკეთესოა.
საქართველომ ჯგუფში 2 მატჩი მოიგო და მერვედფინალში მე-4 ადგილით გავიდა.
საქართველო 83-69 ესპანეთი
იტალია 78-62 საქართველო
საქართველო 53-94 საბერძნეთი
კვიპროსი 61-93 საქართველო
ბოსნია და ჰერცეგოვინა 84-76 საქართველო
საფრანგეთმა კი ოთხი შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ბელგია 64-92 საფრანგეთი
საფრანგეთი 103-95 სლოვენია
ისრაელი 82-69 საფრანგეთი
საფრანგეთი 83-76 პოლონეთი
საფრანგეთი 114-74 ისლანდია
საქართველოს მეტოქე ევრობასკეტზე - საფრანგეთის ნაკრები
საქართველო და საფრანგეთი აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 2013 და 2015 წლებში გუნდებს შორის ამხანაგური მატჩები გაიმართა. ორივე მათგანი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. 2013 წელს საქართველომ შეხვედრა 86-71 დათმო, 2015 წელს კი საფრანგეთმა 95-53 იმარჯვა.
საქართველოსა და საფრანგეთის მატჩი 16:15 საათზე დაიწყება.
უდიდესი სენსაცია - ფინეთმა სერბეთს მოუგო და ევრობასკეტის 1/4 ფინალშია