საქართველო და ბულგარეთი ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან, სადაც ორივე გუნდი შეეცდება 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში განცდილი მარცხის რეაბილიტაცია გაიაროს.
საქართველოს თურქეთთან 3-2 წაგებამ 2025 წლის დაუმარცხებელი სერია (3 მოგება, 1 ფრე) დაასრულა, თუმცა ვილი სანიოლის გუნდმა ბრძოლა მაინც აჩვენა, რადგან მე-60 წუთისთვის 3-0-ს აგებდა და ბოლო ნახევარ საათში ორი გოლი გაიტანა. ისტორიული Euro 2024-ის მერვედფინალური ეტაპის შემდეგ, „ჯვაროსნების“ მიზანი პირველივე მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა, თუმცა ჯგუფში ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ყოფნა შეცდომების მინიმალურ სივრცეს ტოვებს. სანიოლის გუნდის მთავარი იმედი კვლავ შეტევაა - ჩვენებს 2025 წელს გამართულ სამ ოფიციალურ მატჩში უკვე 11 გოლი აქვთ გატანილი.
ბულგარეთის ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს 1998 წელს ითამაშა, უარყოფითად დაიწყო კამპანია - ესპანეთთან 0-3 დამარცხდა. „ლომებს“ უკვე ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ (2 ფრე, 4 წაგება), ბოლო ხუთ შეხვედრაში კი მინიმუმ 2 გოლს უშვებენ. ბულგარეთმა შესაძლოა ზედიზედ სამ მატჩში გატანილი გოლის გარეშე წააგოს. ბოლოს ასეთი შედეგი მათ 2015 წლის ოქტომბერში ჰქონდათ. კიდევ უფრო მძიმეა ფაქტი, რომ ბულგარეთს გასვლაზე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო გამარჯვება 2013 წლის სექტემბერში აქვს მოპოვებული (3 ფრე, 7 წაგება).
ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში უპირატესობა ბულგარეთს აქვს – ბოლო 8 დაპირისპირებიდან 4 მოიგო (2 ფრე, 2 წაგება). ბოლო ოთხიდან სამ შეხვედრაში კი 5 ან მეტი გოლი გავიდა.
ბოლოს გუნდები ერთმანეთს 2022 წელს ერთა ლიგაზე შეხვდნენ. ბულგარეთში მატჩი საქართველოს გამარჯვებით 2-5 დასრულდა, თბილისში კი უგოლო ფრე (0-0) ვიხილეთ.
სტატისტიკა
საქართველოს ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ის გუნდი, ვინც პირველი ტაიმი მოიგო, საბოლოო გამარჯვებულიც გახდა.
საქართველოს ბოლო 11 ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ.
ბულგარეთის ბოლო 17 მატჩიდან 9 ფრედ დასრულდა.
ბულგარეთმა ვერ მოიგო ბოლო ოთხი შეხვედრა, რომლებშიც ანგარიში გახსნა.
გამორჩეული მოთამაშეები
ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან გატანილი გოლით შვიდმატჩიანი მშრალი სერია დაასრულა, სადაც არც გოლი ჰქონდა და არც საგოლე გადაცემა. მის 19 სანაკრებო გოლს შორის ერთ-ერთი სწორედ ბულგარეთთან, 2022 წლის ივნისში (2-5) აქვს გატანილი. ბულგარეთის ბოლო ორი გოლის ავტორი ალექსანდრ კოლევია, თუმცა ისიც უკვე ექვს შეხვედრაშია გოლის გარეშე კლუბსა და ნაკრებში.
საქართველოს ჩაკვეტაძისა და კიტეიშვილის გამოკლების შემდეგ ახალ ტრავმებთან საქმე არ ჰქონია, ხოლო ბულგარეთს ესპანეთთან მატჩამდე კაპიტანი კირილ დესპოდოვი გამოაკლდა კუნთის დაზიანების გამო.
საქართველოსა და ბულგარეთის მატჩს შვედი გლენ ნიბერგი გაწვრთნის. შეხვედრა დინამო არენაზე 17:00 საათზე დაიწყება.