პეკინის ტურნირის 1/4 ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა მსოფლიო მეორე ჩოგანსა და გრენდ სლემის უკვე ორგზის გამარჯვებულ ალექსანდრ ზვერევს აჯობა.
შეხვედრა 2 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა და ნოვაკის გამარჯვებით 4:6 6:4 6:4 დასრულდა.
ამ გამარჯვებით ნოვაკი გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელსაც ერთსა და იმავე ტურნირზე პირველი 32 მატჩი მოიგო. სერბი პეკინის ტურნირის 6-გზის გამარჯვებულია.
აქამდე რეკორდი რაფაელ ნადალს ეკუთვნოდა, რომელმაც როლან გაროსზე თავისი პირველი ზედიზედ 31 მატჩის მოგება შეძლო.
ჯოკოვიჩი, რომელიც პეკინის ტურნირზე არასდროს დამარცხებულა, 1/2 ფინალში რუს დანილ მედვედევს დაუპირისპირდება.
გარდა ამისა, სერბი ლეგენდა გახდა 1974 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც რეიტინგის ტოპ 2-ის ჩოგბურთელი 39 წლის გახდომის შემდეგ დაამარცხა.