-
Aa
+
ფონტის ზომა
მან საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელებში არ დააფიქსირა, თუმცა Telegraf-ს შესაძლებლობა მიეცა, ჯოკოვიჩისთვის შექმნილი ვითარების შესახებ ეკითხა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირე. სტუდენტების მიმართ ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ცალსახა და უპირობო იყო.
ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობამ, ვინც ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა, კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება. ამიტომ ამ საკითხზე მეტს აღარ ვისაუბრებ...
ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებული სტატუსით ვსარგებლობ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ.
თუმცა, მეორე მხრივ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მხოლოდ მე ვარ იქ... თითქოს რეაგირებას მხოლოდ ჩემგან ელიან. მაგრამ ამაზე დიდხანს არ შევჩერდები.
უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ უზომოდ ვამაყობ ახალგაზრდებით, სტუდენტებით, მათი შეუპოვრობით, ბრძოლითა და რწმენით, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გამოავლინეს.
გამარჯვების აღნიშვნისას თითქმის საკარნავალო ატმოსფერო იყო. ხალხი მასობრივად გამოვიდა ქუჩებში, არა?
,,ზეწოლა წარმოუდგენლად დიდი იყო. მხოლოდ მათ იციან, რამდენი ძალისხმევა, ენერგია და ნებისყოფა დასჭირდათ ამ მიზნის მისაღწევად. ვულოცავ გამარჯვებას! ყველა მათგანის მიმართ უდიდეს პატივისცემას ვგრძნობ.
მათ შეძლეს ერთი ადამიანის პიროვნების კულტის დამსხვრევა, მთელი პროცესის კოლექტიურ მოძრაობად გარდაქმნა და ადამიანებში იმედისა და სიამაყის გაღვიძება.
თითქმის 40 წლის ვარ. ზოგი პერიოდი კარგად მახსოვს, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ არ მახსენდება, არჩევნების მიმართ ასეთი ენთუზიაზმი ყოფილიყოს ან ამდენი ადამიანი გამოსულიყოს საკუთარი მხარდაჭერის გამოსახატავად.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ გამარჯვებას. სერბეთის ყველა მოქალაქეს მომავალში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.
ვფიქრობ, ახლა ქვეყანაში ძალიან პოზიტიური ატმოსფეროა და იმედი მაქვს, რომ მის შენარჩუნებას შევძლებთ“.
კმაყოფილი ხართ?
ძალიან კმაყოფილი ვარ! უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც იბრძოდნენ და ზეწოლას საოცარი სიმტკიცით გაუძლეს. მათი საქციელი ნამდვილად საამაყოა ყველა ადამიანისთვის და არა მხოლოდ სერბეთში. ეს გამარჯვება მომავლის მიმართ თავდაჯერებულობას გვაძლევს. ახლა ყველას გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა წინ წავა და უკეთესი მომავლით დავტკბებით.
სად გაიგეთ არჩევნების შედეგების შესახებ? ბელგრადში იმყოფებოდით?
„ამაზე საუბარი არ მსურს. ვფიქრობ... ამჟამად სპორტითა და სპორტთან დაკავშირებული საკითხებით ვარ დაკავებული, ამიტომ დეტალებში შესვლა არ მინდა.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ შედეგით ბედნიერი ვარ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველთვის მათ მხარეს ვიდექი და მხარს ვუჭერდი. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და ამით შემოვიფარგლები“.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები