პრე-სეზონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ლისაბონის სპორტინგი გლაზგოს სელტიკს დაუპირისპირდა.
პორტუგალიელები შოტლანდიელებთან 0-2 დამარცხდნენ. 46-ე წუთზე ანგარიში რეო ჰატატემ გახსნა, 71-ე წუთზე კი ლუკ მაქქოუანმა გაზარდა სხვაობა ორამდე.
ლისაბონური გუნდის შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 58-ე წუთზე მორტენ ჰიულმანდის მაგივრად შემოვიდა.
ქართველი ნახევარმცველი თამაშში კარგად ჩაერთო და სოციალურ ქსელში გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა.
გთავაზობთ ქოჩორას მომენტებს მისი სადებიუტო მატჩიდან სპორტინგში.