• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი
ფეხბურთიფეხბურთი

ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი

20 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თანამედროვე ფეხბურთში მოთამაშის ღირებულება მხოლოდ მისი ტექნიკური უნარებით აღარ განისაზღვრება. ფასზე გავლენას ახდენს ფეხბურთელის ფორმა, ასაკი, პოტენციალი, კონტრაქტის ხანგრძლივობა და ბაზარზე არსებული მოთხოვნაც.


ქართული ფეხბურთის განვითარებასთან ერთად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი მოთამაშეების ღირებულებაც. ამ სიაში წარმოდგენილია დღევანდელი მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელები.


10. გიორგი კვერნაძე (€3.5 მილიონი)



იტალიურ ფროზინონეში გატარებულმა პერიოდმა გიორგის დიდი გამოცდილება მისცა და მისი ფასიც გაზარდა. ბოლო ოთხ თვეში, მისმა ღირებულებამ 2 მილიონით მოიმატა.


გიორგის დიდი პოტენციალი აქვს და მომავალმა ტრანსფერმა შესაძლოა ფასი კვლავ მკვეთრად გაზარდოს.


9. საბა ლობჟანიძე (€3.5 მილიონი)



ამერიკულ MLS-ში გადასვლის შემდეგ ლობჟანიძის ფასი 3-4 მილიონის ფარგლებში მერყეობს. ლობჟანიძე ატლანტა იუნაიტედის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, რაც მას ათეულში ადგილი შეინარჩუნებაში ეხმარება.


საბას ფასი მეტწილად მისი გამოცდილებისა და ამერიკული ლიგის მაღალი კომერციული სტატუსის გამოა მყარი.


8. საბა გოგლიჩიძე (€4,5 მილიონი)



საბას ღირებულება 4,5 მილიონს შეადგენს. სერია A-ში, ემპოლიში თამაშმა ამ ახალგაზრდა მცველის ფასი რეკორდულად სწრაფად ასწია.


დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ მცველად ითვლება. საბას ფასის მაქსიმუმი - 8 მილიონი - 24/25 წლების სეზონში დაფიქსირდა, ემპოლიდან წამოსვლის შემდეგ კი კლება დაიწყო.


7. გიორგი ჩაკვეტაძე (€4,5 მილიონი)



გიორგის ფასი გენტში ყოფნისას 9 მილიონს აღწევდა, თუმცა მძიმე ტრავმებმა ის 2 მილიონამდე ჩამოიყვანა. უოტფორდში დაბრუნებულმა ფორმამ და ინგლისის ჩემპიონშიპში კრეატიულმა თამაშმა მისი ფასი ისევ ზრდის გზაზე დააყენა.


დღესდღეობით იგი მე-6 ადგილზეა უოტფორდის ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში.


6. გიორგი ქოჩორაშვილი (€5 მილიონი)



ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ გიორგის ფასი 1 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზარდა. სპორტინგში გადასვლამ მისი სტატუსი კიდევ უფრო გაამყარა და ღირებულებამაც შესაბამისად მოიმატა.


დღევანდელ ათეულში მისი ფასი პროცენტულად ყველაზე სწრაფად გაიზარდა ბოლო ერთ წელში. ქოჩორაშვილმა ღირებულების მაქსიმუმს ამ სეზონის სტარტზე მიაღწია, როცა იგი 6 მილიონი ღირდა.


5. ოთარ კიტეიშვილი (€6 მილიონი)



ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებამ ოთარის ფასი 6 მილიონამდე აიყვანა, რაც 30 წლის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. ტრავმების გამო მისი ღირებულება ადრე ხშირად იკლებდა, თუმცა ბოლო ორი სეზონის სტაბილურობამ ფასი ისევ მაქსიმალურზე დააბრუნა.


ის შტურმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე და დღეს კი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.


4. ზურიკო დავითაშვილი (€10 მილიონი)



ზურიკოს ფასი ამ სეზონში ნელა მაგრამ მდგრადად და ნამდვილად გაიზარდა. მისი ღირებულება პირველად ავიდა 10 მილიონიან ნიშნულამდე, რაც მისი საფრანგეთის ჩემპიონატში სტაბილური თამაშის დამსახურებაა.


ადრე მისი ფასი 2-3 მილიონის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა ბორდოსა და სენტ-ეტიენში ლიდერად ჩამოყალიბებამ ის გააორმაგა. ზურიკო ამჟამად თავის კარიერულ პიკშია ფასის თვალსაზრისით.


3. გიორგი მიქაუტაძე (€28 მილიონი)



მიქაუტაძის ფასი ამ სეზონში მკვეთრად გაიზარდა, რადგან ის შეტევაში ძალიან ეფექტური გახდა. მისი ღირებულების აწევა პირდაპირ უკავშირდება გოლებსა და ნაკრებში ჩატარებულ მნიშვნელოვან თამაშებს.


აიაქსში გატარებული რთული პერიოდისას მისი ფასი ცოტათი დაეცა, მაგრამ ლა ლიგაში მისმა ეფექტიანობამ ისევ მაღლა ასწია. დღეს ის ათეულში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი რეიტინგის მქონე ფორვარდია. გიორგის ფასის სტაბილურობას მისი ბოლო ტრანსფერი განაპირობებს. მას შემდეგ, რაც ვილიარეალმა მასში სოლიდური თანხა გადაიხადა და მრავალწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მისი საბაზრო ღირებულება დაცულია.


2. გიორგი მამარდაშვილი (€28 მილიონი)



გიორგი  მიქაუტაძის მსგავსად, მამარდაშვილის ფასიც 28 მილიონია. მისი ღირებულება 2024 წელს 45 მილიონამდეც ავიდა, თუმცა ლივერპულში გადასვლისა და იჯარის პერიოდში კვლავ შემცირდა.


მამარდაშვილის ფასი მაინც სტაბილურად მაღალია პრემიერ ლიგის ინტერესისა და ვალენსიაში ჩატარებული ფანტასტიკური სეზონების გამო. იგი ამჟამად მეათე ადგილზე იმყოფება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაში.


1. ხვიჩა კვარაცხელია (€90 მილიონი)



დღეს ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშეა. იგი ქართული ფეხბურთისთვის რეკორდულ რაოდენობად - 90 მილიონადაა შეფასებული. ხვიჩას ღირებულებამ 35 მილიონიდან 85-მდე აიწია მის ბრწყინვალე პირველ სეზონში ნაპოლიში.


22-23-დან ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდა ვინგერი გახდა ევროპაში. დღეს კვარაცხელიას ფასი ასეთი მაღალია არა მხოლოდ ბრწყინვალე სტატისტიკის, არამედ მისი თამაშების ბედის შეცვლის უნარის გამოც.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

გიორგი ჩაკვეტაძე
გიორგი კვერნაძე
გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი ქოჩორაშვილი
ოთარ კიტეიშვილი
ქართული ფეხბურთი
საბა გოგლიჩიძე
საბა ლობჟანიძე
ხვიჩა კვარაცხელია
ზურიკო დავითაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გიორგი ჩუბინიძის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ბორნმუთთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გიორგი ჩუბინიძის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ბორნმუთთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ სტადიონის გამოსყიდვას და სტადიონის გაფართოებას გეგმავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ სტადიონის გამოსყიდვას და სტადიონის გაფართოებას გეგმავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია დემბელეს გოლს გამოეხმაურა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კვარაცხელია დემბელეს გოლს გამოეხმაურა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დინამო ბათუმს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დინამო ბათუმს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

26 ივნ, 2026

გიორგი ჩუბინიძის პირველი პროფესიონალური კონტრაქტი ბორნმუთთან

News image

26 ივნ, 2026

პსჟ სტადიონის გამოსყიდვას და სტადიონის გაფართოებას გეგმავს

News image

26 ივნ, 2026

კვარაცხელია დემბელეს გოლს გამოეხმაურა

News image

7 სთ წინ

დინამო ბათუმს ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება