იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში რომის სტადიო ოლიმპიკომ დედაქალაქურ დერბის უმასპინძლა.
ლაციო ნომინალური მასპინძლის რანგში რომას დაუპირისპირდა და გამარჯვება ჯანპიერო გასპერინის გუნდს დარჩა - 1:0.
მატჩის ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე ლორენცო პელეგრინიმ შეაგდო.
86-ე წუთზე უხეშობისთვის მოედნიდან ლაციოს ფეხბურთელი ბელარაიანე გააძევეს და გუნდი მატჩს 10 კაცით ამთავრებდა.
რომამ 9 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ რომას 4-ვე მატჩი ამ სეზონში ერთნაირი ანგარიშით 1:0 დასრულდა, სამი შეხვედრა გასპერინის გუნდმა მოიგო, ერთში კი დამარცხდა.