მილანის მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ დერბი დელა მადონინაზე ისაუბრა.
მილანი და ინტერი ერთმანეთს 23 ნოემბერს სერია ა-ს მატჩში დაუპირისპირდებიან.
„გამორჩეული საღამო იქნება. უძლიერეს გუნდთან, ნაპოლისთან ერთად სერია ა-ს მთავარ ფავორიტთან მოგვიწევს დაპირისპირება, რომელმაც ბოლო 12-დან 11 მატჩი მოიგო და 28 გოლი გაიტანა ისე, რომ საკუთარ კარში მხოლოდ 7 მიიღო.
ინტერი ფიზიკურად განვითარებული და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთანაც ყოველთვის საინტერესო დაპირისპირება. კარგი თამაშის ჩვენება მოგვიწევს და უფრო კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, ვიდრე პარმასთან მატჩში.
ძლიერ გუნდთან გვექნება თამაში და ასეთი მატჩები ყოველთვის ადრენალინს გაძლევს. ჩვენ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ და თამაშის არ გვეშინოდეს." - აღნიშნა ალეგრიმ.