VIDEO: დონჩიჩმა ბრაიანტისა და ჯეიმსის შედეგი გაიმეორა
14 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში მილოუკი ბაქსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 126-106 დაამარცხა.
მიუხედავად წაგებისა, კარგი მატჩი ჰქონდა ლუკა დონჩიჩს, რომელმაც 45 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ასევე 7 სამქულიანი ჩააგდო.
სლოვენიელმა ლეიკერსის შემადგენლობაში პირველად ჩაატარა მატჩი, სადაც 40 ქულაზე მეტი დააგროვა.
ამასთან ლუკა შეუერთდა კობი ბრაიანტსა (3) და ლებრონ ჯეიმსს და გახდა ლეიკერსის ისტორიაში მე-3 მოთამაშე, რომელმაც ერთ თამაშში 45+ ქულა, 10+ მოხსნა და 5+ ჩაგდებული სამქულიანი დააგროვა.
ლეიკერსი 64 მატჩში 40 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა.