შეხვედრაში ანგარიში 29-ე წუთზე დეზირე დუემ რიკოშეტის შედეგად გახსნა, 41-ე წუთზე კი აკლიუშის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მარკუს ტურამმა თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა და პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა (0-2).
56-ე წუთზე დეზირე დუემ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო და დუბლი შეასრულა, მარკუს ტურამმა ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალ. 77-ე წუთზე კი კოლუმბიელთა მხრიდან ხამინტონ კამპასმა ერთი ბურთი გაქვითა.
საბოლოოდ ფრანგებმა 1-3 იმარჯვეს და ბრაზილიის შემდეგ (1-2) კიდევ ერთი სამხრეთ ამერიკული გუნდი დაამარცხეს.