VIDEO: გრანდების დაპირისპირება აშშ-ში - საფრანგეთმა ბრაზილიას მოუგო
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
აშშ-ში ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართა.
შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე კილიან მბაპემ გახსნა, რომელმაც უსმან დემბელეს პასის შემდეგ, ედერსონს ბურთი ეფექტურად გადაუგდო თავზე.
55-ე წუთზე დაიო უპამეკანომ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო და ფრანგები 10 კაცით დარჩნენ, თუმცა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია, რომ კიდევ ერთი გოლი გაეტანათ. 65-ე წუთზე მაიკლ ოლისეს საგოლე პასის შემდეგ ედერსონს თავზე ბურთი ამჯერად უგო ეკიტიკემ გადაუგდო და სხვაობა ორამდე გაზარდა.
78-ე წუთზე გოლის გატანა ბრაზილიელებმაც მოახერხეს, რომელიც ფრანგების კართან დანიშნულ ჯარიმას მოჰყვა. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ არეულობა შეიქმნა, ლუის ენრიკეს პასის შემდეგ კი ერთი ბურთი ბრემერმა გაქვითა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა მატჩის ბოლომდე ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს და დიდიე დეშამის შეგირდებმა 1-2 იმარჯვეს.