• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
რეალის კიდევ ერთი მოთამაშე არასწორ ფეხზე გამოიკვლიეს? მბაპე ცნობებს უარყოფს
ფეხბურთიფეხბურთი

რეალის კიდევ ერთი მოთამაშე არასწორ ფეხზე გამოიკვლიეს? მბაპე ცნობებს უარყოფს

6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპე მადრიდის რეალში არასწორ ფეხზე გამოკვლიეს. როგორც ჩანს, ის არ არის ერთადერთი მოთამაშე მადრიდში, ვისაც ასეთი რამ შეემთხვა.


სერიოზული ბრალდებები კვლავ ისმის რეალის სამედიცინო დეპარტამენტის მისამართით. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, თითქოს კილიან მბაპეს მუხლის პრობლემების მკურნალობაში სერიოზული შეცდომა მოხდა, ახლა უკვე მსგავსი შეცდომის შესახებ იუწყებიან მისი ფრანგი თანაგუნდელის, ედუარდო კამავინგას შემთხვევაშიც.


L'Equipe წერს, რომ კამავინგას მიერ 2025 წლის დეკემბერში რამდენიმე მატჩის გამოტოვება ტერფის ტრავმის გამო, რეალის სამედიცინო პერსონალის დიაგნოსტიკური შეცდომით იყო გამოწვეული. იმ დროს კლუბის ექიმებმა ნახევარმცველს არასწორი ფეხი გადაუღეს რენტგენზე.


კამავინგამ მარცხენა ტერფი 3 დეკემბერს, ატლეტიკ ბილბაოსთან სტუმრად 3:0 გამარჯვების მატჩში დაიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა, 69-ე წუთზე შეცვალეს და ტკივილს უჩიოდა. ამიტომ ჩაუტარდა MRI კვლევა, მაგრამ მარჯვენა ფეხზე. რადგან იქ დაზიანება არ დაფიქსირდა, ექიმებმა კამავინგა თამაშისთვის მზად გამოაცხადეს.


შესაბამისად, 23 წლის ფეხბურთელი 7 დეკემბერს სელტასთან მატჩის განაცხადში მოხვდა, თუმცა მოედანზე არ გასულა. მოგვიანებით მან გამოტოვა შეხვედრები ალავესთან (ლა ლიგა), მანჩესტერ სიტისთან (ჩემპიონთა ლიგა) და ტალავერასთან (კოპა დელ რეი) ტერფის პრობლემების გამო. მან მხოლოდ 20 დეკემბერს შეძლო დაბრუნება, როდესაც სევილიასთან მატჩში 18 წუთით ითამაშა.


კილიან მბაპე უარყოფს ცნობებს არასწორ მუხლზე გამოკვლევის შესახებ


კამავინგას შემთხვევის გამჟღავნებამ კიდევ უფრო გაამწვავა ეჭვები რეალში შესაძლო არასწორი მკურნალობის შესახებ. ეს უკავშირდება RMC Sport-ის ჟურნალისტ დანიელ რიოლოს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კილიან მბაპეს არასწორი მუხლი გამოიკვლიეს, რის გამოც მისი მდგომარეობა გაუარესდა. ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამაც დაადასტურა, მათ შორის El País-მა, The Athletic-მა და Marca-მ.


ამის შემდეგ მბაპემ პარიზში მუხლის სპეციალისტს მიმართა და, Marca-ს მიხედვით, „გაბრაზებულია“ მომხდარით. თუმცა,მან ეს ცნობები საფრანგეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე უარყო:


ინფორმაცია, თითქოს არასწორი მუხლი გამოიკვლიეს, სიმართლეს არ შეესაბამება. შესაძლოა, გარკვეულწილად თავადაც ვარ ამაში დამნაშავე. როცა არ ხდება კომუნიკაცია, ყველა ცდილობს სიცარიელე შეავსოს, ასე ხდება ხოლმე.


მუხლის პრობლემების გამო მბაპემ გამოტოვა ხუთი მატჩი თებერვლის ბოლოსა და მარტის შუა რიცხვებს შორის; მანამდე კი, როგორც ითქვა, რამდენიმე შეხვედრაში ტკივილის მიუხედავად ითამაშა.


საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლუბთან ყოველთვის იყო მკაფიო შეთანხმებები: „მიხარია, რომ ორივე მუხლი კარგად მაქვს. გარკვეულწილად ამას ჩემს კლუბსაც უნდა ვუმადლოდე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ფორმაში და ჯანმრთელი.“


RMC Sport ასევე იუწყება, რომ მბაპეს არასწორი დიაგნოზი გადამწყვეტი ფაქტორი გახდა სამედიცინო პერსონალის ცვლილებებში წლის დასაწყისში. შედეგად, 2023 წლის ბოლოს გათავისუფლების შემდეგ, დოქტორი ნიკო მიჰიჩი კვლავ დააბრუნეს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გასულ ზაფხულსაც გადაკეთდა.


რეალში სამედიცინო შტაბის ცვლილებები იშვიათი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელმძღვანელობა ტრავმების სიმრავლეზე უკმაყოფილებას გამოხატავს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

კამავინგა
მბაპე
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუს შვილი რეალ მადრიდში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუს შვილი რეალ მადრიდში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მსოფლიოში საუკეთესო კლუბებს უარს ვერ ეტყვი“ - როდრი რეალში ტრანსფერზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მსოფლიოში საუკეთესო კლუბებს უარს ვერ ეტყვი“ - როდრი რეალში ტრანსფერზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არასოდეს მინდოდა იმ მომენტამდე მისვლა" - კროოსი კარიერის დასრულებაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,არასოდეს მინდოდა იმ მომენტამდე მისვლა" - კროოსი კარიერის დასრულებაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ღალატი კატალონიაში? ბარსელონას ვარსკვლავი რეალის რადარზეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ღალატი კატალონიაში? ბარსელონას ვარსკვლავი რეალის რადარზეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

25 მარ, 2026

ბრუნდება კრიშტიანუ რონალდუს შვილი რეალ მადრიდში?

News image

6 სთ წინ

„მსოფლიოში საუკეთესო კლუბებს უარს ვერ ეტყვი“ - როდრი რეალში ტრანსფერზე

News image

4 სთ წინ

,,არასოდეს მინდოდა იმ მომენტამდე მისვლა" - კროოსი კარიერის დასრულებაზე

News image

23 წთ წინ

ღალატი კატალონიაში? ბარსელონას ვარსკვლავი რეალის რადარზეა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება