მანჩესტერ სიტისა და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, როდრიმ Radioestadio Noche-სთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
ამ სეზონში მისი სახელი განიხილება, როგორც მადრიდის რეალის შესაძლო გაძლიერება მომავალ ზაფხულს და ნახევარმცველი არ მალავს, რომ ისევ სურს ლა ლიგაში თამაში, თუმცა ამ ეტაპზე ამბობს, რომ კონცენტრირებულია საუკეთესო ფორმაში დაბრუნებაზე.
„კონტრაქტში ერთი წელი დამრჩა, დადგება დრო, როცა უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ,“ - განმარტავს ის და თან არ გამორიცხავს, რომ მომავალში რეალში ითამაშოს, მიუხედავად მისი წარსულისა ატლეტიკოში.
მსოფლიოში საუკეთესო კლუბებს უარს ვერ ეტყვი.
როდრი ასევე არაერთხელ დაუკავშირებიათ რეალისთვის ბოლო წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე მათ წინააღმდეგ ჩატარებული მრავალი მატჩის გამო და იმის გამოც, რომ საბოლოოდ 2024 წელს ოქროს ბურთის დუელი ვინისიუსს მოუგო.
„ცდილობდნენ, ჩვენ ერთმანეთისთვის დავეპირისპირებინეთ, მაგრამ მე ვინისიუსის, როგორც ფეხბურთელის, მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს“ - ამბობს როდრი.