ტონი კროოსმა კარიერის დასრულების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„მე კარიერა დავასრულე, რადგან არასოდეს მინდოდა იმ მომენტამდე მისვლა, როცა თავს ცუდად ვიგრძნობდი და ფიზიკური პრობლემები დამეწყებოდა. ბურთთან შეგრძნება არასოდეს ქრება, ეს ისევ მაქვს.
ყოველთვის ნათლად ვიცოდი, რომ მინდოდა წავსულიყავი ისე, როგორც მე მეკუთვნის, როგორც კლუბს ეკუთვნის და როგორც მსურს, რომ გულშემატკივრებს ვახსოვდე, რადგან ბოლო შთაბეჭდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ყოველთვის მინდოდა.
ჩემთვის შეუძლებელი იყო ჩემპიონთა ლიგის მოგების დაგეგმვა, რადგან გადაწყვეტილება მანამდე უკვე მიღებული მქონდა. საბოლოოდ ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართა, ჩემპიონთა ლიგაც და ლა ლიგაც მოვიგე, უკეთესად ვერ მოხდებოდა.“ - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კარიერა 2024 წელს 34 წლის ასაკში დაასრულა.