მადრიდის რეალისა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, კილიან მბაპემ, ტრავმის შემდეგ საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მბაპემ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება:
მუხლი წესრიგშია, მდგომარეობა უმჯობესდება. ყველაფერი საკმაოდ კარგად მიდის. ვიცი, რომ ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია იყო და ბევრი მცდარი რამ ითქვა. ეს მაღალი დონის სპორტსმენის ცხოვრებაა — მიჩვეულები ვართ, რომ ადამიანები საუბრობენ ისე, რომ ინფორმაციას არ ამოწმებენ და ამისთვის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ.
ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად:
100%-ით აღდგენილი ვარ. პარიზში საშუალება მომეცა ზუსტი დიაგნოზი მიმეღო. ჩვენ ერთად შევძელით გეგმის შემუშავება, რათა საუკეთესო ფორმას დავუბრუნდე როგორც რეალის შემადგენლობაში, ისე მსოფლიო ჩემპიონატის წინ