იურგენ კლოპმა მადრიდის რეალის და ატლეტიკოს შესაძლო გაწვრთნაზე ირონიული კომენტარი გააკეთა.
მადრიდის რეალი? როგორც გავიგე, რეალთან ერთად ატლეტიკოსთანაც ვაპირებდი კონტრაქტის გაფორმებას. ბოდიში მადრიდს, მაგრამ ხმები რეალისა და ატლეტიკოს შესახებ დამღლელია. მოლაპარაკებების დასაწყებად არავის დაურეკავს.
გერმანელმა მწვრთნელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ეტაპზე არანაირი ოფიციალური კონტაქტი ესპანურ გრანდებთან არ შემდგარა და მედიაში გავრცელებული ცნობები მხოლოდ სპეკულაციაა:
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჯერ უნდა დამირეკონ, სანამ რამეს ვიტყოდი.