მადრიდის რეალის ვინგერმა, ვინისიუს ჟუნიორმა, ატლეტიკოს მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს, მისივე სიტყვები შეახსენა.
22 მარტს გამართულ მადრიდულ დერბიში რეალმა ატლეტიკო 3:2 დაამარცხა.
ბრაზილიელმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და 87-ე წუთზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლისას ვინისიუსმა სიმეონეს გვერდით ჩაუარა და ოთხჯერ გაუმეორა: „მე გამაგდებენ“, რამაც არგენტინელი სპეციალისტი აშკარად გააღიზიანა.
ვინისიუსის ეს ფრაზა იანვრის მატჩს უკავშირდება, როდესაც ესპანეთის სუპერთასზე რეალმა ატლეტიკოს 2:1 მოუგო.
იმ შეხვედრის მიმდინარეობისას სიმეონემ ვინისიუსს უთხრა: „პერესი შენ გაგაგდებს, დაიხსომე ჩემი სიტყვა“.