ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში კრისტალ პალასმა საკუთარ მოედანზე მანჩესტერ სიტი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე ერლინგ ჰალანდმა გახსნა და სტუმრებს პირველი ტაიმი 0-1 მოაგებინა.
69-ე წუთზე სხვაობა ორამდე ფილ ფოდენმა გაზარდა, რომელსაც საგოლე პასი რაიან შერიკიმ გაუკეთა.
88-ე წუთზე მატჩს წერტილი ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დაუსვა, რომელმაც პენალტი გამოიყენა და დუბლი შეასრულა.
მანჩესტერ სიტის ამ მოგებით 34 ქულა დაგროვდა და ლიდერ არსენალს 2 ქულით ჩამორჩება, ერლინგ ჰალანდი კი 17 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.
41' ჰალანდი 0-1
69' ფოდენი 0-2
88' ჰალანდი 0-3