ფიფას საკლუბო ჩემპიონატის მე-2 ტურში იუვენტუსი მაროკოულ ვიდადს დაუპირისპირდა და 4-1 დაამარცხა.
ტურინელების პირველი გოლი ავტო-გოლი იყო, შემდეგ მე-16 და 69-ე წუთებზე გატანილი გოლებით ქენან ილდიზმა დუბლი შეასრულა.
მატჩის ბოლოს კი ბიანკონერის მე-4 გოლი დუშან ვლაჰოვიჩმა მიითვალა, რომელმაც პენალტი ზუსტად დაარტყა.
კასაბლანკური გუნდის მხრიდან თავი თემბინკოსი ლორჩმა გამოიჩინა.
იუვენტუსმა პირველ ტურში ალ აინის განადგურების შემდეგ, ვიდადიც მარტივად დაამარცხა, 6 ქულით ჯგუფს სათავეში ჩაუდგა და პლეიოფის საგზური გაინაღდა. მოგვიანებით ალ აინს მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდება.