NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში საკრამენტო კინგსი დენვერ ნაგეთსს დაუპირისპირდა და 105-136 დამარცხდა.
გამარჯვებულ გუნდს ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც 36 ქულა, 12 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სერბმა თამაშში 16-დან 14 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 14-დან 12 ორქულიანი და 2-დან 2 სამქულიანი. მისი 8 საჯარიმოდან კი 6 ზუსტი იყო.
დენვერს 24 მატჩში 18 მოგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა.