VIDEO: ზედიზედ მეოთხე სამმაგი - იოკიჩმა რეკორდი გაიმეორა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეტსი ნიუ ორლეანს პელიკანსს დაუპირისპირდა და 34-ქულიანი სხვაობით, 122-88 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი მიითვალა - 21 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა სულ რაღაც 28 წუთში.
სერბმა სეზონი ზედიზედ 4 სამმაგი დუბლით დაიწყო:
21 ქულა, 13 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა
14 ქულა, 14 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა
25 ქულა, 19 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა
21 ქულა, 12 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა
ნიკოლა იოკიჩმა ამ შედეგით NBA-ის რეკორდი გაიმეორა, რომელიც აქამდე ოსკარ რობერტსონსა და რასელ უესტბრუკს ეკუთვნოდათ, სეზონის ზედიზედ 4 სამმაგი დუბლით დაწყებით.