კარაბაოს თასზე ლივერპულისა და საუთჰემპტონის მატჩში ანგარიში 43-ე წუთზე გაიხსნა.
მერსისაიდელთა რიგებში თავისი სადებიუტო გოლი ალექსანდერ ისაკმა გაიტანა, რომელმაც ფედერიკო კიეზას პასის შემდეგ აიღო წმინდანების კარი.
ლივერპულში სადებიუტო მატჩს ატარებს გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც შეხვედრის პირველ ნახევარში კარი მშრალად შეინახა.