VIDEO: კაბო ვერდეს მორიგი ქულა - უხვგოლიანი ფრე ურუგვაისთან
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ურუგვაი კაბო ვერდეს დაუპირისპირდა.
ანგარიში მატჩის 21-ე წუთზე გაიხსნა და კაბო ვერდემ მუნდიალებზე პირველი ისტორიული გოლი გაიტანა. შორეული საჯარიმო დარტყმით თავი კევინ ლენინიმ გამოიჩინა.
ტაიმის ბოლოს ურუგვაელებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს. 44-ე წუთზე მაქსიმილიანო არაუხომ წონასწორობა აღადგინა, კომპენსირებულ დროში კი აგუსტუნ კანობიომ ლა სელესტე წინ გაიყვანა.
61-ე წუთზე ფერნანდო მუსლერას შეცდომით შეცვლაზე შემოსულმა ჰელიო ვარელამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.
68-ე წუთზე არაუხომ კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა ბურთი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ურუგვაიმ გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა შეტევაზე უარს კაბო ვერდეც არ ამბობდა და საბოლოოდ მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.
2 ტურის შემდეგ ჯგუფს 4 ქულით ესპანეთი ლიდერობს, ურუგვაი და კაბო ვერდე 2-2 ქულით მე-2 და მე-3 ადგილზე არიან, საუდის არაბეთი კი 1 ქულით ბოლო პოზიციაზეა.
ბოლო ტურში ესპანეთი ურუგვაის შეხვდება, კაბო ვერდე კი - საუდის არაბეთს.