• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ესპანეთი პირველ მოგებას უმიზნებს, ურუგვაი კაბო ვერდეს შეხვდება
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ესპანეთი პირველ მოგებას უმიზნებს, ურუგვაი კაბო ვერდეს შეხვდება

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მას შემდეგ, რაც G და H ჯგუფებში პირველი ტურის ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდა, გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის მე-11 სათამაშო დღეს პირველი გამარჯვების მოპოვებს შეეცდებიან.


დღეს ევროპის ჩემპიონი ესპანეთი გახსნის, რომელიც საუდის არაბეთს დაუპირისპირდება. 


6 დღის წინ „ლა როხამ“ კაბო-ვერდეს დაცვა ვერ გატეხა და უგოლო ფრეზე დაკმაყოფილდა. თავად კაბო-ვერდე კი მეორე ტურში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაის შეხვდება.


G ჯგუფში ბელგია ირანს დაუპირისპირდება, ხოლო დღის ბოლო მატჩში ახალი ზელანდია ეგვიპტეს შეხვდება.


მას შემდეგ, რაც ბელგია-ეგვიპტე (1:1) და ირანი-ახალი ზელანდია (2:2) ფრედ დასრულდა, G ჯგუფის არც ერთ გუნდს მეორე ტურში არც პლეი-ოფში გასვლა შეუძლია და არც გავარდნა ემუქრება.


იგივე ვითარებაა H ჯგუფშიც, სადაც ესპანეთმა კაბო-ვერდესთან 0:0 ითამაშა, ხოლო ურუგვაისა და საუდის არაბეთის შეხვედრა ასევე ფრედ დასრულდა.


მომდევნო ორი მატჩიდან 4 ქულის აღება ნებისმიერ გუნდს 1/16 ფინალში გასვლას გარანტირებულად მოუტანს, როგორც ჯგუფის გამარჯვებულს ან მეორეადგილოსანს.


ესპანეთი - საუდის არაბეთი (21 ივნისი, 20:00)


ევროპის ჩემპიონი ესპანეთი H ჯგუფის მეორე შეხვედრას ატლანტაში საუდის არაბეთის წინააღმდეგ გამართავს.


ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი პირველ ტურში კაბო-ვერდესთან დაკარგული ქულების შემდეგ რეაბილიტაციას შეეცდება. საუდის არაბეთი კი 1994 წლის შემდეგ პირველად პლეი-ოფში გასვლაზე ოცნებობს.


არც ერთ გუნდს ამ მატჩში არც შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია და არც ტურნირს დაემშვიდობება, თუმცა ორივე მხარე გადამწყვეტი ბოლო ტურის წინ ქულების მოპოვებას შეეცდება.



სავარაუდო შემადგენლობები


ესპანეთი - უნაი სიმონი; მარკოს ლიორენტე, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი; ლამინ იამალი, დანი ოლმო, ფერან ტორესი; ოიარსაბალი.


საუდის არაბეთი - ალ-აქიდი; აბდულჰამიდი, ალ-ტამბაქტი, ალ-ამრი, კადეში; ალ-ხაიბარი, კანო, ალ-ჯუვაირი; მანდაში, ალ-ბრიკანი, სალემ ალ-დავსარი.


ესპანეთი და საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2006 წლის მუნდიალზე ესპანეთმა ხუანიტოს გოლით 1:0 მოიგო.


ბელგია - ირანი (21 ივნისი, 23:00)


ბელგია და აზიური ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი ირანი ლოს-ანჯელესის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.


„წითელმა ეშმაკებმა“ პირველ ტურში ეგვიპტესთან 1:1 ითამაშეს, ხოლო ირანმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ქულა გადაარჩინა.



სავარაუდო შემადგენლობები


ბელგია - კურტუა; მენიე, ნგოი, თეატი, კასტანი; ონანა, ტილემანსი, დე ბრუინი; ფერნანდეს-პარდო, ტროსარი; ლუკაკუ.


ირანი - ბეირანვანდი; რეზაიანი, ნემატი, ხალილზადე, მოჰამადი; მოჰები, ეზატოლაჰი, ღოდოსი, იუსეფი; ალიპური, ტარემი.


ურუგვაი - კაბო ვერდე (22 ივნისი, 02:00)


მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ურუგვაი პირველ ტურში საუდის არაბეთთან მოულოდნელი ფრის შემდეგ გამარჯვების გზაზე დაბრუნებას შეეცდება.


კაბო ვერდე კი ესპანეთთან გმირული 0:0-ის შემდეგ მიღებული იმპულსის შენარჩუნებას ეცდება.


არც ამ შეხვედრაში შეიძლება რომელიმე გუნდის გავარდნა ან პლეი-ოფში გასვლა, თუმცა მატჩი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ორივე ნაკრები ტურნირიდან ნაადრევი გამომშვიდობების თავიდან აცილებას ცდილობს.



სავარაუდო შემადგენლობები


ურუგვაი - მუსლერა; ვარელა, კასერესი, ოლივერა, სანაბრია; ვალვერდე, უგარტე, ბენტანკური; კანობიო, ვინიასი, მაქსი არაუხო.


კაბო ვერდე - ვოზინია; სტივენ მორეირა, დინეი ბორგესი, პიკო ლოპესი, სიდნი; კევინ პინა, ლაროს დუარტე, ჟამირო მონტეირო, ჟოვანე კაბრალი; რაიან მენდეში, ლივრამენტო.


ახალი ზელანდია - ეგვიპტე (22 ივნისი, 05:00)


„ოლ უაითსი“ და „ფარაონები“ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.


ახალმა ზელანდიამ პირველ შეხვედრაში ირანთან 2:2 ითამაშა და ახლა 3 ქულაზეა ორიენტირებული.


ეგვიპტეც ანალოგიურ სიტუაციაშია - აფრიკელებმა ბელგიასთან 1:1 ითამაშეს და გამარჯვება სჭირდებათ.



სავარაუდო შემადგენლობები


ახალი ზელანდია - კროკომბი; პეინი, ბინდონი, სურმანი, კაკაჩე; სტამენიჩი, ბელი; ჯასტი, სინგჰი, მაკკოუატი; ვუდი.


ეგვიპტე - შობეირი; ჰანი, იასერ იბრაჰიმი, ფათი, აჰმედ ფატუჰი; მარაუან ატია, მოჰანად ლაშინი; სალაჰი, ემამ აშური, ზიკო; მარმუში.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

belgium
cape-verde-islands
egypt
iran
new-zealand
saudi-arabia
spain
uruguay

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლორენტე: „ვინც მწვრთნელს და ესპანეთის ნაკრებს მხარს არ უჭერს - ესპანელი არაა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლორენტე: „ვინც მწვრთნელს და ესპანეთის ნაკრებს მხარს არ უჭერს - ესპანელი არაა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ხაბიბმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა

•UFC

UFC

ხაბიბმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა
•UFC

UFC

სერიოზული დანაკლისი - დოკუ ირანთან მატჩს გამოტოვებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სერიოზული დანაკლისი - დოკუ ირანთან მატჩს გამოტოვებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დოკუს არჩევანი: ოჯახი თუ მსოფლიო ჩემპიონატი?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

დოკუს არჩევანი: ოჯახი თუ მსოფლიო ჩემპიონატი?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

19 ივნ, 2026

ლორენტე: „ვინც მწვრთნელს და ესპანეთის ნაკრებს მხარს არ უჭერს - ესპანელი არაა"

News image

23 სთ წინ

ხაბიბმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა

News image

12 სთ წინ

სერიოზული დანაკლისი - დოკუ ირანთან მატჩს გამოტოვებს

News image

2 სთ წინ

დოკუს არჩევანი: ოჯახი თუ მსოფლიო ჩემპიონატი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება