ევროპული ლიგების უმეტესობა უკვე დასრულდა და უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი 2023-24 წლების სეზონში ჰარი კეინი გახდა.
ინგლისელმა თავდამსხმელმა მიუნხენის ბაიერნში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 36 გოლის გატანა შეძლო.
მეორე ადგილზე კილიან მბაპე გავიდა, რომელმაც ლიგა 1-ში 28 გოლი მიითვალა.
გასულ სეზონში ასევე 36 გოლით ოქროს ბუცის მფლობელი ერლინგ ჰალანდი გახდა.
ბოლო 4 სეზონში ბაიერნის მოთამაშემ მესამედ შეძლო აღნიშნული ჯილდოს დაუფლება. 2021 და 2022 წლებში გამარჯვებული რობერტ ლევანდოვსკი გახდა.