ბუნდესლიგის 32-ე ტურში ლევერკუზენის ტუმრად ფრაიბურგს დაუზავდა (2:2) და ცხრილში მიუნხენის ბაიერნის დაწევის მათემატიკური შანსიც დაკარგა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე პირველ და მეორე ადგილებს შორის ჩამორჩენა 8 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გერმანიის ჩემპიონი კვლავ მიუნხენის ბაიერნი გახდა.
მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგა 33-ედ მოიგო, ჰარი კეინი კი თავის კარიერაში პირველ ოფიციალურ ტიტულს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ბუნდესლიგა ისტორიაში პირველად ლევერკუზენმა მოიგო. ბაიერნს გაჩემპიონების შანსი გუშინ ლაიფციგთანაც ჰქონდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ჩემპიონობის განაღდება სახლში მოუწია.