მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში ერთმანეთს საკრამენტო კინგსი და დალას მავერიქსი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრის პირველ მეოთხედში მუხლის ტრავმა მიიღო კაირი ირვინგმა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდა, თუმცა დალასის გამთამაშებელი პარკეტზე მაინც დაბრუნდა საჯარიმოების შესასრულებლად და ორივე მათგანი ჩააგდო.
გულშემატკივრებს ირვინგის ამ ქმედებამ კობი ბრაიანტის და კლეი ტომპსონის მომენტები გაახსენა, როცა ისინი მძიმე ტრავმების მიღების შემდეგ საჯარიმოების სასროლად თამაშში დაბრუნდნენ.
ჯერ-ჯერობით კაირი ირვინგის ტრავმის სიმძიმე უცნობია. რაც შეეხება მატჩს, დალასი 98-122 დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები