გიორგი მიქაუტაძე ლიონელ თანაგუნდელებს დაემშვიდობა.
ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, ქართველმა თავდამსხმელმა დამშვიდობებიბას ცრემლები ვერ შეიკავა.
გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს თუ როგორ ემშვიდობება მიქაუტაძე ლიონელ გულშემატკივრებს ბაზის დატოვებისას.
საქართველოს ნაკრების შემტევი კარიერას ესპანურ ვილიარეალში გააგრძელებს. მის სანაცვლოდ ლიონი 30 მილიონ ევროს მიიღებს
მიქაუტაძე ესპანეთში უახლოეს საათებში ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.