აზიის ჩემპიონთა ლიგაზე საუდის არაბეთის წარმომადგენელი ალ ჰილალი არაბეთის გაერთიანებული ემირატების ალ აინს დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა და 9 გოლი გავიდა, ალ ჰილალმა 4-5 იმარჯვა, თუმცა ეს მატჩი კიდევ ერთი რამით იყო გამორჩეული. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს ნეიმარი დაუბრუნდა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს მუხლის მძიმე ტრავმა ჰქონდა და რეაბილიტაციის პროცესმა 12 თვეს გასტანა. ნეიმარი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო, როცა მის გუნდს ხუთივე გოლი უკვე გატანილი ჰქონდა.