ნეიმარი მშობლიურ კლუბში წლის ბოლომდე დარჩება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნეიმარმა სანტოსთან კონტრაქტის 2025 წლის დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე მოილაპარაკა.
ფეხბურთელს ხელშეკრულება 30 ივნისს ეწურებოდა და ბევრი იწერებოდა ბრაზილიელის ევროპაში შესაძლო დაბრუნებაზე.
თავდაპირველად კლუბს ნეიმართან კონტრაქტის 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურდა, თუმცა ამ ეტაპზე მხარეებმა თანამშრომლობის მხოლოდ 6-თვიან გაგრძელებაზე მოილაპარაკეს.
ფეხბურთელის ხელფასი უცვლელი დარჩება - ნეიმარი ბრაზილიურ კლუბში თვეში დაახლოებით 700 ათას ევროს იღებს.
სანტოსში დაბრუნების შემდეგ ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.