VIDEO: პანამელებმა აშშ დაამარცხეს და გოლი ტიერი ანრისთან ერთად აღნიშნეს
21 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
კონკაკაფის (ჩრდილო და ცენტრალური ამერიკა) ერთა ლიგის პლეიოფში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა პანამა მიიღო.
შეხვედრაში ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა მათ სტატუსი ვერ გაამართლეს. თამაშის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ბოლო წუთებზე გავიდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, 94-ე წუთზე სესილიო უატერმანმა ამერიკელთა კარი აიღო, პანამელებმა გოლი ლეგენდარულ ტიერი ანრისთან ერთად აღნიშნეს, რომელიც იქვე სტადიონიდან სტუდიურ გადაცემაში იღებდა მონაწილეობას.
მატჩის შემდეგ უატერმანმა თქვა, რომ ანრი მისი ბავშვობის კერპი იყო და ეს მისთვის განსაკუთრებული მომენტია. ფრანგი ლეგენდა პანამელს დაჰპირდა, რომ ის მას არსენალის მაისურს გაუგზავნიდა.
ეს აშშ-ის ნაკრებში მაურისიო პოჩეტინოს პირველი მატჩი იყო მთავარი მწვრთნელის რანგში. არგენტინელის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
კონკაკაფის ერთა ლიგის ფინალში პანამა მექსიკას დაუპირისპირდება, მე-3 ადგილისთვის კი აშშ და კანადა ითამაშებენ.