VIDEO: აშშ-მა ჰოკეიში ისტორია დაწერა - პირველი ოქრო 1933 წლის შემდეგ
27 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჰოკეიში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ისტორია დაწერა და 1933 წლის შემდეგ პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ფინალში დაძაბული ბრძოლა შედგა ამერიკელებსა და შვეიცარიელებს შორის. უგოლო ძირითადი დროის შემდეგ ჩემპიონის ბედი ოვერტაიმში ტეიჯ ტომპსონის გოლმა გადაწყვიტა და აშშ-ს ისტორიული ოქრო მოუტანა.
ამერიკელებმა ნახევარფინალში შვედეთი 6-2 დაამარცხეს, იქამდე კი ნახევარფინალური მატჩი ზედიზედ 12-ჯერ დათმეს.
შეერთებული შტატების ნაკრებს 2000 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატებზე 5 მედალი ჰქონდა და ხუთივე ბრინჯაო (2004, 2013, 2015, 2018, 2021).
გთავაზობთ გოლს, რომელმაც აშშ-ს 92-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ოქრო მოუტანა.