იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კალათბურთიკალათბურთი

ვიდეო: ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანას უდიდეს სენსაციამდე ცოტა დააკლდა

21 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება, საკალათბურთო ტურნირისთვის მზადება კი გრძელდება. მორიგ ამხანაგურ მატჩში აშშ სამხრეთ სუდანის ნაკრებს დაუპირისპირდა და კინაღამ სენსაციურადაც დამარცხდა.


რა თქმა უნდა, ამერიკელთა სასტარტო შემადგენლობა ვარსკვლავური იყო (კარი, ჰოლიდეი, ბუკერი, ჯეიმსი, ემბიდი), თუმცა ამას მოწინააღმდეგისთვის ხელი არ შეუშლია.


მატჩის პირველი ტაიმი სამხრეთ სუდანელებმა 44-58 მოიგეს, რაც უკვე ძალიან დიდი სენსაცია იყო.


შეხვედრის მეორე ნახევარში ამერიკელებმა გაქცევა მოახერხეს და თამაში ქულა-ქულაში წავიდა, რამაც ბოლო წამებამდეც მიაღწია, სამხრეთ სუდანელებს ბოლო სროილით შეეძლოთ მატჩის მოგება, თუმცა ეს ვერ მოახერხეს და საბოლოოდ აშშ-მ დაძაბულ ბრძოლაში 101-100 იმარჯვა.


გამარჯვებული გუნდიდან გამორჩეული ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ენტონი დევისმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა (15 ქულა, 11 მოხსნა), სამხრეთ სუდანის ნაკრებს კი მარიალ შაიოკმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.


მიუხედავად მარცხისა, სამხრეთ სუდანელებმა ასეთი მატჩით მაინც დიდი სენსაცია მოახდინეს და მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პატივისცემა დაიმსახურეს. ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლობა სულ რაღაც 2011 წელს მოიპოვა და წელს ოლიმპიური დებიუტანტი იქნება.


ჯერ კიდევ 5 წლის წინ ქვეყანაში კალათბურთის დახურული დარბაზი არ არსებობდა. სამხრეთ სუდანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი NBA-ს ყოფილი მოთამაშე და ამჟამად ჰიუსტონ როკეტსის ასისტენტი მწვრთნელი როიალ აივია, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კი ასევე NBA-ს ყოფილი მოთამაშე ლუოლ დენგია, რომელიც აივისაც უწევს ასისტენტობას და ცოტა ხნის წინ თავადაც იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


აშშ და სამხრეთ სუდანი ერთმანეთს ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდებიან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აშშ
ოლიმპიადა
ოლიმპიური თამაშები

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტოები: როგორ აყალიბებს ახალი კლუბი იდენტობას მითებით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტოები: როგორ აყალიბებს ახალი კლუბი იდენტობას მითებით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვარჯიში განაახლა - რას უმიზნებს ლაშა ტალახაძე?

•ქართული

ქართული

ვარჯიში განაახლა - რას უმიზნებს ლაშა ტალახაძე?
•ქართული

ქართული

ვინ არის ახალი 2-მეტრიანი გიგანტი აშშ-ის ნაკრებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ არის ახალი 2-მეტრიანი გიგანტი აშშ-ის ნაკრებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 აგვ, 2026

როგორ აპირებდნენ მესის მოკვლას მსოფლიო ჩემპიონატის დროს?

News image

02 სექ, 2026

ფოტოები: როგორ აყალიბებს ახალი კლუბი იდენტობას მითებით

News image

06 სექ, 2026

ვარჯიში განაახლა - რას უმიზნებს ლაშა ტალახაძე?

News image

19 სექ, 2026

ვინ არის ახალი 2-მეტრიანი გიგანტი აშშ-ის ნაკრებში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება