ავსტრალიის ღია პირველობის 1/8 ფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, კარლოს ალკარასი ამერიკლ ტომი პოლს დაუპირისპირდა.
ესპანელმა მეტოქე 3 სეტში (7-6, 6-4, 7-5) დაამარცხა და წლის პირველი დიდი სლემის 1/4 ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.
ასევე კარლოს ალკარასმა ბორის ბეკერისა და ბიორნ ბორგის რეკორდი მოხსნა და 23 წლამდე დიდ სლემებზე ჯამში მე-14 1/4 ფინალს ითამაშებს.
ესპანელმა მიმდინარე ტურნირზე მე-4 მატჩი ჩაატარა და ჯერ-ჯერობით წინ სეტის წაუგებლად მიიწევს. მან უოლტონს, ჰანფმანს, მუტესა და პოლს 0-ზე მოუგო.
ალკარასი 1/4 ფინალში ყაზახ ბუბლიკსა და ავსტრალიელ დე მინორს შორის გამარჯვებულს შეხვდება.