VIDEO: სეზონის გოლი? ჟოაო პედროს მაკრატელა ნოტინგემის კარში
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე ნოტინგემს დაუპირისპირდა და 1-3 დამარცხდა.
სტუმართა მხრიდან გოლები ტაივო ავონიმ (დუბლი) და იგორ ჟესუსმა გაიტანეს და სამბურთიანი სხვაობითაც იგებდნენ, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში ჟოაო პედრომ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.
ბრაზილიელმა ბრწყინვალე მომენტი შექმნა და მაკრატელა დარტყმით სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, თანაც ამით ლონდონელთა 5-მატჩიანი მშრალი სერია დაასრულა.
ჩელსი 48 ქულით მე-9 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ ბრენტფორდს 3 ქულით ჩამორჩება, ჟოაო პედროს კი 15 გოლ იდაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.