კოულ პალმერი და ესტევაო ვილიანი გინესის მსოფლიო რეკორდების მფლობელები გახდნენ.
პალმერი პრემიერ ლიგის მატჩის დაწყებიდან ყველაზე სწრაფად შესრულებული სრულყოფილი ჰეთ-თრიკისთვის აღიარეს - მან გოლები მარცხენა ფეხით, მარჯვენა ფეხითა და თავით გაიტანა.
ინგლისელმა რეკორდი 2024 წლის 15 აპრილს, ევერტონთან 6:0 მოგებულ მატჩში დაამყარა - სრულყოფილი ჰეთ-თრიკი შეხვედრის დაწყებიდან პირველ 29 წუთში შეასრულა. მან მე-13 წუთზე მარცხენა ფეხით გაიტანა, მე-18-ზე - თავით, 29-ე წუთზე კი მარჯვენა ფეხით. პირველი და მესამე გოლების შუალედი მხოლოდ 16 წუთი და 4 წამი იყო.
ესტევაო კი Bola de Ouro-ს ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ეს ჯილდო ბრაზილიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. მისი მიღებისას ესტევაო 17 წლისა და 229 დღის იყო.