ლივერპულის თავდამსხმელმა, ალექსანდერ ისაკმა, იხუმრა, რომ GTA 6-ის გამოსვლის შემდეგ მასთან დაკავშირება რთული იქნება - თავისუფალი დროის თამაშისთვის დათმობას აპირებს.
„ვფიქრობ, 19 ნოემბრიდან, როცა თამაში გამოვა, ჩემთან დარეკვა გაგიჭირდებათ. მასში მთლიანად ჩავიძირები“, - თქვა 27 წლის ფეხბურთელმა.
თამაშის გამოსვლიდან სულ რაღაც სამ დღეში, 22 ნოემბერს, ლივერპულს შინ მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრა ელის.
GTA 6-ის გამოშვება 19 ნოემბერს PlayStation 5-სა და Xbox Series X/S-ზეა დაგეგმილი.
პერსონალური კომპიუტერის ვერსიის გამოსვლის თარიღი ჯერჯერჯერობით უცნობია.