VIDEO: ჩელსის მორიგი მარცხი - სანდერლენდმა მოუგებელი სერია დაასრულა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდერლენდმა პრემიერ ლიგაში ბოლო 8 მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
„შავმა კატებმა“ სტედიუმ ოფ ლაითზე ლონდონის ჩელსი 1:0 დაამარცხეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ენცო ლე ფემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.
სანდერლენდმა ჩელსის ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგის 10 შეხვედრაში მე-4 მარცხი აგემა და ამ გამარჯვების წყალობით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს თავი დააღწია.
ბრაიან ბრობი ფიზიკურ ორთაბრძოლებში ლევი კოლვილს მუდმივად პრობლემებს უქმნიდა. ბრობიმ კიდევ ერთხელ აჯობა კოლვილს და მეტოქე საჯარიმოში წესების დარღვევაზე აიძულა. დანიშნული პენალტი ენცო ლე ფემ ზუსტად შეასრულა და სანდერლენდი დააწინაურა.
საბოლოოდ, სანდერლენდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, ჩელსი კი მორიგი მარცხის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე ჩამოქვეითდა, სანდერლენდი კი 8 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს.